ფილმის შესახებ: ჯამალ მალიკი, 18 წლის ობოლი ინდოელი ბიჭია მუმბაის ნანგრევებიდან. მას ერთი ნაბიჯიღა აშორებს შოუში ”ვის უნდა, რომ გახდეს მილიონერი?” გასამარჯვებლად. მას შეუძლია 20 მილიონი რუპი მოიგოს. მაგრამ, მოულოდნელად პოლიცია წყვეტს თამაშს, მათ გონიათ, რომ ჯამალი თაღლითობის გზით იგებს და მას აპატიმრებენ. რადგანაც, როგორ შეიძლება, რომ ქუჩაში გაზრდილმა ახალგაზრდამ იცოდეს ასე ბევრი? დაკითხვაზე ჯამალი ყვება თავის ცხოვრების სევდიან ამბავს. პირადმა ისტორიამ საოცარი გზით მისცა მას ტელეშოუში დასმულ კითხვებზე პასუხი. როდესაც თამაშს განაახლებენ, პოლიციის ინსპექტორს და 60 მილიონ მაყურებელს მოუნდებათ გაიგონ პასუხი მხოლოდ ერთ კითხვაზე: რატომ გადაწყვიტა ამ ახალგაზრდამ, გამდიდრების აშკარა სურვილის გარეშე, რომ მიეღო მონაწილეობა ამ შოუში?