მოკლე შინაარსი: ჟურნალისტი მარკო სტატიის დასაწერად საინტერესო პერსონაჟს ეძებს და ცნობილ ქალ-ტორეადორს ლიდიას შეხვდება. მათი საქმიანი ურთიერთობა დიდ ვნებიან სიყვარულში გადაიზრდება და წყვილი თავს უბედნიერეს ადამიანებად გრძნობენ. თუმცა კორიდაზე მომხდარი უბედურება მათ ოცნებებს ამსხვრევს. გააფთრებული ხარის თავდასხმისას ლიდია კომაში ვარდება. მარკო სასოწარკვეთილია, თუმცა საყვარელი ქალის გონზე მოსვლის იმედს მაინც არ კარგავს